რკინიგზაზე დაღუპული ორი ელექტრიკოსის ვინაობა უკვე ცნობილია.
თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სოფელ წინუბანთან, რკინიგზაზე ელექტოსადენების შეკეთების დროს ორი ელექტრიკოსი 56 წლის გივი კილასონია და 53 წლის მიხეილ მაზდიაშვილი გარდაიცვალა.
დენმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა, ხოლო მეორე მის შველას ცდილობდა, რის გამოც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე და საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები ქალაქის პროზექტურაში არიან გადაყვენილი.