უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვაშინგტონში გამგზავრებას სავარაუდოდ აპრილში აპირებს. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიცენკომ გააკეთა.
"მთავარი კი ამ ვიზიტის თარიღი კი მისი შინაარსია. ჩვენ ამჟამად ამ საკითხზე ვმუშაობთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ვიზიტი სერიოზული და ნაყოფიერი იყოს", _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა იანუკოვიჩის სიტყვები იმის შესახებ, რომ კიევი თავის პოლიტიკურ პრიორიტეტად "სამკუთხედთან" (რუსეთი-ევროკავშირი-აშშ) ურთიერთობების აწყობას გულისხმობს.
"ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობებს ერთდროულად რუსეთთანაც და ევროპასთანაც. ამას ელიან სწორედ მოსკოვშიც და ბრიუსელშიც და სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც", _ განაცხადა გრიცენკომ.