კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი, მიხეილ გოგელია და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოგი ხარშილაძე.
დაკავებული პირები, მოქალაქეებს სამხედრო სამსახურის გადავადებისა და სამხედრო ბილეთის დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით სისტემატიურად სძალავდნენ 300 ლარს.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი