ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს ინდივიდუალური მეწრამე დავით კომლაძე, რომელმაც დაამზადა და გაასაღა რამდენიმე ცალი ყალბი სასაქონლო ზედნადები დაახლოებით 4 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სამართლადამცველებმა დ.კომლაძე მაშინ დააკავეს, როცა მან ყალბი დოკუმენტების დამზადებისათვის 2300 ლარი აიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.