იარაღის კონტრაბანდისთვის 23 პირია დაკავებული. ისინი ზუგდიდში ზოგიერთი საკუთარ სახლში ზოგი კი იარაღის გასაღების ფაქტზე აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ 23 კაციან ჯგუფს ჰყავდა ლიდერი ქალი _ ნესტან წულაია, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მისი აღიარებითი ჩვენებიდან და ასევე გამოძიები ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თავად ნესტან წულაიამ რამდენიმეჯერ და სხვა და სხვა დროს აყიდინა სხვა პირს ცეცხლსასროლი იარაღი, იარაღის მაღაზიიდან. მოგვიანებით კი თავად ნესტან წულაიას გადაჰქონდა ეს იარაღი სეპარატისტებისთვის მათივე კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ამ დროისათვის დაკავებულია მაღაზიის ხელმძღვანელი გოგი ჩომახია. გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა სწორედ გოგი ჩომახიასგან შეიძინეს ქართულის ჯარის ფორმა.