"ევრაზია მედია-ცენტრის" ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი თამაზ ბაკურიძე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში პატიმარ ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს აკისრებს.
ბაკურიძის შეფასებით, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დღემდე არ სრულდება, რაც მძიმე ავადმყოფი პატიმრების სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს.
"იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას, აუცილებელია სპეციალური მონიტორინგის დაწესება და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მძიმე ავადმყოფი პატიმრებისა აღრიცხვა უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევებში, მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება", -აღნიშნა ბაკურიძემ.