ხვალ, 19 მარტს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ელენე თევდორაძეს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ომბუდსმენის აპატარიდან აცნობეს, შეხვედრაზე ელენე თევდორაძე სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის 2009 წლის 14 დეკემბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრა სწორედ აღნიშნული მემორანდუმისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში ჩატარდება.