დღეს მოსკოველმა სამართალდამცავებმა ქალის ძარცვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს სამი უმუშევარი, სამივე საქართველოს მოქალაქე, მაშინ როდესაც მათ ქუჩაში ქალს ჩანთა წაჰგლიჯეს ხელიდან და მიმალვას შეეცადნენ. ჩანთაში საბუთები, ტელეფონი და 20 ათასი რუსული რუბლი იდო", _ იუწყება რუსული მედია.
დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ძარცვის" მუხლით, რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას გარდა, რუსი სამართალდამცავები ამჟამად ამოწმებენ სამივე დაკავებულის მონაწილეობას სხვა დანაშაულებებში.