საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ლუის მორენო ოკამპოს შეხვდა. ზურაბ ადეიშვილმა და ლუის მორენო ოკამპომ ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებზე ისუბრეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ იგი დაინტერესებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე ქართული მხარის პოზიციაა გამოძიებულ იქნას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი სამართალდაღვევები.
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით.
დღევანდელი შეხვედრა იყო რიგით მესამე ოფიციალური შეხვედრა, რომელიც საქართველოს იუსტიცის მინისტრსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შორის გაიმართა