საქართველოს რაგბის კავშირი გაძარცვეს. ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია მძარცველებმა რა წაიღეს.
შემთხვევის ადგილას დილით რაგბის კავშირის ფინანსური დირექტორი მიხეილ კალანდაძე მივიდა, რომელსაც შენობის დამცავი გისოსი გადაჭრილი და შუშა გატეხილი დახვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
შეგახსნებთ, რომ 20 მარტს ტაპზონში საქართველო-რუსეთის რაგბის ეროვული ნაკრების შეჯიბრი გაიმართება.