ENG / RUS       12+

რა ელის რუსეთს ანუ პუტინის ბედისწერა

ვლადიმერ პუტინმა ფატალური შეცდომა დაუშვა , ის დაუკითხავათ როგორც ბოროტი ხულიგანი შეიჭრა უკრაინაში, ეს მას დიდი ალბათობით რუსეთის დაშლისსაფსურად დაუჯდება. ბუნებრივია ყულფში რომელშიც პუტინმა თავად გაყო თავიის ძალიან კომფორტულად თავს ვეღარ გრძნობს, მან უკრინის კრიზისთან დაკავშირებით დასახმარებლად როტშილდებს მიმართა, როტშილდები კი თავის მხრივ ეკუთვნიან მძლავრ ილუმინატორთა ჯგუფს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი მმართველია.

,,მომეცით უფლება გამოუშვა და ვაკონტროლო ქვეყნის ფული , და ჩეთვისაბსოლუტურად სულერთი იქნება ვინ გამოსცემს კანონებს", - ეს ფრაზა წარმოთქვა მეირ ამშელ როტშილდმა მე-19 საუკუნის დასწყისში.

როგორც ცნობილია როტშილდების იმპერია აკონტროლებს 3 ტრილიონ დოლარზე მეტ აქტივებს, ისინი ასევე აკონტროლებენ ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას სხვა კერძო 12 ბანკთან ერთად , რომლებსაც ისევ დიდ წილათ თვითონ აკონტროლებენ. ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემა თავად ბეჭდავს ამერიკულ დოლარს.

საჭიროების შემთხვევაში აშშ მთავრობას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისესხოს ფული , მაგალითად 5 ტრილიონი დოლარი, პატარა გამარჯვების მომტან ომისათვის
ახლო აღმოსავლეთში, თუ მხარეთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევიან. ისე როგორც ეს მოხდა ერაყის მაგალითზე.

ვინ არის პუტინი?
შვეიცარული ბანკის Credit Suisse ანალიტიკოსების ყოველწლიური დასკვნის, შედეგად ირკვევა რომ რუსეთის ნაციონალურ სიმდიდრეების 35 % ფლობს 110 ჩეკისტი მილიარდელი. დასკვნაში ასევე ხაზგასმულია რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, შემოსავლების არათანაბრად გადანაწილებაზე ერთ სულ მოსახლეზე.
. Credit Suisse ანალიტიკოსები აღნიშნავენ რომ 2005-2010 წლებში რუსეთში მილიარდელების რაოდენობა გაორმაგდა. ანალიტიკოსები ამ ფაქტს ხსნიან როგორც სახელმწიფოს მიერ მდიდარი ქურდების ინტერესების დაცვის შედეგს.
Forbes პირველად შეადგინა მსოფლიოს 25 უდიდესი გაზ და ნავთობმომპოვებელი მომპოვებელი კომპანიების რეიტინგი, რეიტინგი გამოქვეყნებულია Forbes.com
აქ საინტერესო ისაა, რომ რეიტინგს თან ახლავს კვლევა თუ რა ზემოქმედებას ახდენს ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე.
Forbes თანახმად ვლადიმერ პუტინი არის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ენერგეტიკულ სფეროში. რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლების ფუნდამენტს შეადგენს ორი კომპანია- ,,გაზპრომი,, და ,,როსნეფტი,, (მსოფლიო რეიტინგის №2 და №15 შესაბამისად) ამ კომპანიების აქციებით ნებადართულია მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა, მაგრამ საკონტროლო პაკეტი ყველა ვარიანტში რჩება რუსეთის მთავრობის ხელში, ანუ თავად ვლადიმერ პუტინის.
ასევე სრულად პუტინის განკარგულებაშია კერძო ნავთობკომპანია ,, ლუკოილი,, რომელსაც მისი მეგობარი ვაგიტ ალეკპეროვი მართავს.
ეს ყველაფერი არაა, Royal Dutch Shell-ს(№7) გააჩნია დიდი ხნის ურთიერთობა ,,გაზპრომთან,, ნავთობგაზების მოპოვების პროექტების დამუშავებაში სახალინზე.
ExxonMobil (№4) -ო ალიანსში შევიდა ,,როსნეფტთან,, ციმბირში არქტიკული შელფის , ახალი ფიქალური გაზების მაშტაბური საბადოების ათვისებაში, რომელიც თავისი მოცულობით 80-ჯერ მეტია ვიდრე ანალოგიური საბადოები ჩრდილოეთ დაკოტაში. Exxon-ის წარმომადგენლის განმარტებით ამ პროექტებში მოსალოდნელია 500 მილიარდ დოლარამდე წინასწარი ინვესტიცია.
ესეთივე მოპალაპარაკებები გააჩნია ,,როსნეფტს,, ნორვეგიულ სახელმწიფო გიგანტთან Statoil (№20)და იტალიურ Eni (№19 ) ჯამური ინვესტიციით , ტრილიონ დოლარზე მეტი.
პუტინი პირადად მონაწილეობდა ყველა ამ კონტრაქტების ხელმოწერაზე.
Eni -ს და კრემლის კეთილი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა , პუტინისა ბერლუსკონის მეგობრობის შედეგად,პოლიტიკოსების მეგობრულმა კავშირებმა დაეხმარა Eni -ს და ,,გაზპრომს,, მოეპოვებინათ ხელსაყრელი კონტრაქტები  უკვე პუტინის ყოფილ მეგობარ კადაფთან,ლიბიაში. ასევე ,,გაზპრომა,, და ,,როსნეფტმა,, 2010 წელს, 4 მილიარდი დოლარი კრედიტი მისცეს ვენესუელის ნავთობ გიგანტს Petroleos de Venezuela (№22) სხვადახსვა საბადოებზე დაშვების სანაცვლოდ

პუტინის კორუფცია
პუტინის პრეზიდენტად არჩევის მეორე ვადის შედეგად რუსეთმა მიიღო ისეთი ტოტალური მაშტაბის ქურდობა და მექრთამეობა რაც არ ყოფილა რუსეთის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში.
კორუფცია ელცინისა და პუტინის რუსეთში პრაქტიკულად შეუდარებელია. ალბათ გახსოვთ სკანდალი 90-იანების მოსკოვში როცა ელენა ბატურინამ მოიგო სტადიონ ,,ლუჟნიკებზე, პლასმასის სკამების დამონტაჟების უფლება. ღირებულება იყო 700 ათასი დოლარი.. სკანდალი ატყდა და მყისიერ დაიწყო გამოძიება.
2008 წელს როცა ჩატარდა ტენდერი მოსკოვში მდებარე ცნობილი სკულპტორის ვ,მუხინის ძეგლის ,, მუშა და კოლმეუნე ქალბატონი,,-ს რემონტსა და რეკონსტრუქციაზე , ეს ტენდერიც ჩვეულებისამებრ მოიგო ელენე ბატურინამ, მაგრამ ამ ეტაპზე გარიგების ფასი იყო უკვე 100 მილიონი აშშ დოლარი.. შესაბამისად არც არანაირი სკანდალი და გამოძიება არ დაწყებულა.
კიდევ ერთი მაგალითი- ე.წ მწერალთა საქმე. 1997 წელს გაჩაღდა გრანდიოზული სკანდალი, რუსეთის ხელისუფლების წევრების მიერ ჰონორარების მიღების ფაქტზე, პრივატიზაციაზე დაწერილი წიგნისათვის, ჰონორარის ღირებულება იყო 90 ათასი დოლარი,სკანდალმა გამოიწვია სამთავრობო კრიზისი, რის შედეგადაც მთავრობა გადადგა.
ცნობები პუტინის ჩინოვნიკების ათეულ მილიონად ღირებული ვილების შესახებ დღეს არავის აინტერესებს, ეს ხალხი კი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას.
საინტერესოა, მოსკოვის ვიცე მერის რესინის მაჯის საათის ღირებულება, 1მლნ აშშ დოლარი, ამ კაცს არასოდეს უმუშავია ბიზნესში. მაგრამ დღევანდელ რუსეთში ეს არავის აინტერესებს .
პუტინის მეგობრები კოოპერატივ ,,ოზერო,,-დან.
ეს სამომხმარებლო კოოპერატივი «Озеро» ლენინგრადში დაფუძნდა 1996 წელს
რვა მოქალაქის მიერ, ესენია ვლადიმერ პუტინი, იური კოვალჩუკი ,ნიკოლაი შამალოვი, ვლადიმერ სმირნოვი, ვლადიმერ იაკუნინი, ასევე ძმები ანდრეი და სერგეი ფურსენკო.
დღეს თითოეული მათგანი ოფიციალური მილიარდელია, ძირითადათ მათ ხელში მოხვდა ,, გაზპრომის,, აქტივები რომლების გამოიტანეს სახელმწიფო საკუთრებიდან და მათ გადასცეს. ამ აქტივების დღევანდელი მოკრძალებული ღირებულება 70 მილიარდი დოლარია. რაც ორჯერ მეტია ვიდრე დღევანდელი რუსეთის საპენსიო ფონდის დეფიციტი.
რამოდენიმე ხნის წინ ვლადიმერ პუტინს კითხეს თუ რა არის ცხოვრების აზრი: პუტინმა უპასუხა -ეს ახალი შეგრძნებებიაო.
რუსეთის მმართველი ,,ელიტა,, რომელსაც გავლილი აქვს საწყალი საბჭოთა ბავშვობა და არსებობენ ჩინოვნიკთა ,,ხელფასებზე,, დღეს ცდილობს არ ჩამორჩეს ,,კარგად ცხოვრებაში,, ისინი უფრო კარგ დროს ატარებენ და უკეთ ცხოვრობენ ვიდრე რუსეთის მეფეები, წარსულის არისტოკრატები და თანამედროვე არაბი შეიხები ერთად აღებული ყველა.
მხოლოდ ერთ იახტაში რომელის ამ ბოლოს შეიძინეს ვლადიმერ პუტინისათვის
გადახდილია 26 მლნ ფუნტი სტერლინგი, იახტა ,,სირიუსი,, გათვლილია 11 ადამიანისათვის, მასზე შესაძლებელია მაღალი რანგის სტუმრების მიღება,იქ 6 ვიპ კაიუტაა, მისი სიგრძე 50 მეტრია, აქვს ღვინის მარანი, კაიუტა ზღვაზე პანორამით, SPA აუზით, ჩანჩქერით, საოჯახო კინოთეატრით, წითელი ხის ავეჯით, ჯაკუზით, ბარბექიუთი და ბევრი სხვა კომფორტით. ესეთი ტიპის იახტის წლიური შენახვის ნორმააა მისი ღირებულების 10% ( რაც ექვივალენტურია 120 მილიონ რუსულ რუბლთან, ანუ ეს 1400 რუსი პენსიონერის წლიური პენსიის ტოლია)
ფინეთის პრეზიდენტის იახტის ღირებულება 2 მლნ ევროა, ხოლო ინგლისის დედოფალი საერთოდ იახტის გარეშეა დარჩენილი, ვინაიდან მისი ცნობილი იახტა Britannia საერთოდ ჩამოწერეს.
ამის გარდა ანალოგიური ტიპის 5 იახტაა კიდევ ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში საერთო ღირებულებით 110 მილიონი აშშ დოლარი,რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის 50 მილიონ დოლრიანი იახტა ,, ოლიმპია,, რომელიც მოოქროვებულია, წითელი ხის ავეჯი, პალმები როტანდი, კოლონადები, ძვირფასი მარმარილო და სხვა. ასევე მის განკარგულებაშია 15 მდე საპრეზიდენტო რეზიდენცია.

პუტინის N1პრობლემა, ანუ რა დააშლის რუსეთს

1. რუსეთის ძირითადი პრობლემა ეს არის ეკონომიკის არ არსებობა და მისი როგორც სახელმწიფოს ე.წ ,,ნავთობის ნემსზე,, ანუ ნავთობდოლარებზე სრული დამიკიდებულება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნავთობი და მისი პროდუქტების მაღალი ფასი მსოფლიო ბაზარზე.
მსოფლიოს უდიდესი იმპერიის საბჭოთა კავშირის მსხვრევა , გამოიწვია ბარელი ნავთობის 4 დოლარზე დაცემამ.
რუსეთის ძირითადი პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში ეს ფიქალური გაზების მოპოვებაა. ჰორიზონტალური ბურღვის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდა ე.წ. ფიქალის გაზის მოპოვება. საინტერესოა, რომ გაზის ამ მარაგს აქამდე არც კი განიხილავდნენ. ფიქალის გაზის მოპოვების დაწყებასთან ერთად აშშ-ში ბუნებრივი აირი სულ უფრო მეტია და ადგილობრივი კომპანიები იძულებულნი არიან გასაღების ახალი ბაზრები ეძებონ. ანალიტიკოსებმა უკვე არაერთხელ აღნიშნეს, რომ "გაზპრომი" ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის მიერ ფიქლის აირის მოპოვების გაზრდასთან ერთად, გაზის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. ამ ტიპის გაზის მეშვეობით, 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექსპორტზეც კი დაიწყო მუშაობა. რუსმა მაღალჩინოსნებმა ასევე აღიარეს, რომ "ფიქლის აირის რევოლუცია" რუსეთისათვის მნიშვნელოვან დანაკარგს ნიშნავს. ამის შესახებ პირველად 2010 წელს იური ტრუტნევმა განაცხადა, რომელსაც მაშინ ბუნებრივი რესურების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
იაფმა ფიქალურმა გაზებმა პრაქტიკულად მოკლა ნახშირის მოპოვების ახალი პროექტები, აღნიშნავს კომპოანია NRC Energy მეთაური დევიდ კრეინი. უკვე თბოელექტროსადგურებზე უპირატესობას ანიჭებენ იაფი ფიქალური გაზის დაწვას, ნახშირის სამომხმარებლო ფასები მასიურად ეცემა. ფიქალური გაზების ჭარბწარმოებამ ამერიკაში გამოიწვია დენის ტარიფების შემცირება ბევრ შტატებში, მისი ღირებულება დღეისათვის 2,4 ცენტია ერთ კილოვატ საათზე. ,,ფიქალური რევოლუცია,, ეს არის პუტინის მტერი, ის ემუქრება პუტინის იმპერიას. როგორც კი ამერიკული კომპანიები დაიწყებენ გაზის ექსპორტს, ეს უკვე პუტინის დასარულის დასაწყისია. მსოფლიო გაზის მოპოვებაში რუსეთი დაიკავებს საპატიო მესამე ან მეოთხე ადგილს.
აღსანიშნავია ისიც რომ პირველი საექსპორტო ტერმინალი ფიქალური გაზებისათვის ამერიკაში შტატ ლუიზიანაში Cheniere Energy's Sabine Pass ექსპლუატაციაში შევა უკვე 2015 წელს, ამ პერიოდისათვის უკვე მზად იქნება ანალოგიური ტერმინალები , ევროპაში, კერძოთ გერმანიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და ბალტიის ქვეყბებში ევროპა სრულ დამოუკიდებლობას რუსული გაზისაგან მიაღწევს 3-5 წელიწადში.

პრობლემა N 2. სეპარატიზმი -ეს რუსეთის დაუძინებელი და დამანგრეველი სენია.

საინტერესოა, რომ რუსეთში არ არის ცალმხრივი სეპარატიზმი, თუ ახლო წარსულში რუსების ზიზღი ქონდათ რუსული ავტონომიურ რესპუბლიკების მოსახლეობას, ეხლა იგივე ზიზღი გააჩნიათ რუსებს არაეთნიკური რუსების მიმართ. შესაბამისად ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია სოციალური აფეთქება. ასევე პრაქტიკულად ყველა ეთნიკურ თუ სუბნეთნიკურ ჯგუფს. რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში სურს დამოუკიდებლობის მოპოვება, ანუ ახალი სახელმწიფოს შექმნა.

შესაბამისად სახეზე გვაქვს დიდი სახელმწიფოს დაშლის ძირითადი შემადგენლები, ესენია ეკონომიკის არ არსებობა და რუსეთს შიგნით ორმხრივი ძლიერი სეპარატიზმი.

----------

ასევე საინტერესოა ავტო ინდუსტრისს განვითარება, აქაც როგორც ახალი თაობის მანქანები ეს ჰიბრიდები და ელ.მობილებია, ანუ არსებული საავტომობილო ბაზრის ძირეულ ჩანაცვლებას მსოფლიო პარკინგში დასჭირდება კიდევ 5 წლამდე.
ამ ავტომობილებზე გადასვლა გამოწვევს ბენზინის მოხმარების მკვეთრ შეკვეცას.
კიდევ ერთი ნოვაციას თანამედროვე მეცნიერებაში, ეს ხელოვნური ნავთობის წარმოების დაწყებაა, მისი საწარმოო მაშტაბებით წარმოებას უკვე გაისისათვის გეგმავს ისრაელი. ხელოვნური ნავთობის ფასი ძალიან დაბალია
შესაბამისად იქნება დიდი რაოდენობით ნავთობი და დაბალი მოთხოვნა.
ანუ რუსეთი 5 წელიწადში მიიღებს არსებული დღევანდელი სანავთობო შემოსავლების 20-30 პროცენტს, ეს კი სრული კატასტროფა და კრახია რუსეთისათვის, ანუ გაუცემელი ხელფასები, გაუცემელი პენსიები.
რა მოხდება რუსეთში როცა მას არ ექნება საშუალება ფინანსურად შეინახოს არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც ცენტრში ასევე რეგიონებში?
რუსეთისათვის სასიცოცხლოთ აუცილებელია ნავთობის მაღალი ფასი, რომლის შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის ნახევარია. კრემლმა 2014 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 102$ გაწერა. ნავთობის ფასის ამ ნიშნულზე ქვემოთ დაცემა რუსეთის ბიუჯეტის ჩავარდნას ნიშნავს.
რუსეთის ეკონომიკაში ცუდი სიტუაციაა, ხდება კაპიტალის გადინება. ნებისმიერ მომენტში დასავლეთის ბანკებს შეუძლიათ მოითხოვონ გაცემული კრედიტების დაბრუნება, ეს 650 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო რუსული სავალუტო და ოქროს რეზერვი დღეისათვის 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.. პუტინის მდგომარეობა ზე კრიტიკულია, საკმარისია უცხოურმა ბანკებმა თავიანთი ფული უკან გაითხოვოს, ის მიიღებს სრულ დეფოლტს და გაუფასურებულ რუბლს .

დღეისათვის რუსეთი უხდის საკუთარ პენსიონერებს 500 აშშ დოლარის ექვივალენტს რუბლში, ხოლო როცა მისი შემოსავლები დავა არსებულის 30 პროცენტზე, ეს გამოიწვევს პენსიების კატასტროფულ შემცირებას. შესაბამისად გაიზრდება სოციალური უკმაყოფილება. ამ დროს ამუშავდება უკვე, მეორე დამალული ბომბი, ანუ სეპარატიზმი, და დაიწყება გაუთავებელი შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოოდ დაააქუცმაცებს რუსეთს. აღნიშნული და სხვა მრავალი არგუმენტების საფუძველზე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რომ მაქსიმუმი ვადა რაც არსებული ფორმაციის რუსეთს დარჩა ეს 5 წელიწადია.

-------

დღევანდელმა რუსეთის პოლიტელიტამ ეს სცენარი ძალიან კარგად იცის, ამიტომ უკრაინის დაჩოქების მცდელობა უფრო მეტად ემსახურება მხოლოდ რუსეთისათვის საჭირო ნედლეულის ბაზრის მოპოვებას და რუსეთის უზრუნველყოფას მომავალში, ვიდრე ეს სამხედრო ფლოტილიის შენარჩუნებაა შავ ზღვაზე. მას არ აინტერესებს ყირიმი, მას მთელი უკრაინა უნდა.

შესაბამისად დღეს წყდება უკრაინაში საქართველოს მომავალი და არა მარტო საქართველოსი. თუ რუსეთმა გადაყლაპა უკრაინა, შემდეგი რასაც ვიხილავთ ეს უკვე რუსული ტანკებია თბილისში, კიშინიოვში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში.
ამ თავაშვებული იმპერატორ -აგრესორის შესაჩერებლად შემოვიდა ამერიკის საზღვაო ფლოტილია შავ ზღვაში, რომელსაც სრულად შეუძლია რუსეთის არმიის განადგურება.

პუტინი? - საკითხავი მხოლოდ ერთია, რა ხვედრს გამოუყოფს მას თანამედროვე მსოფლიო, როგორ საზღვრებში ჩარჩება რუსეთი. ფაქტი ერთია - მის მიმართ ნდობა აღარ არსებობს .

მომაზადა ბესო შერმადინ მიქელთაძემ

ავტორი: . .