რესპოდენტის შესახებ
რომან გოცირიძე: ეს არის სწორი ინიციატივა. საგადასახადო კოდექსში თავის დროზე ამ ცვლილების შეტანა არ იყო გამართლებული. არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული ინტერესების დასაკმაყოფილებლად იქნა მაშინ შემოღებული. ეს იყო დისკრიმინაციული მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. ეწინააღმდეგება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს. ის ფირმები, რომლებსაც შემოაქვთ 1.1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, ამ სახის გადასახადს იხდიან რამდენიმე თვის შემდეგ, ხოლო ისინი, რომლებსაც შემოაქვს თუნდაც ერთი მილიონის ან რამდენიმე თასის ღირებულების-იხდიან მაშინვე. ეკონომიკური ენით ეს ნიშნავს იმას, რომ მსხვილ იმპორტიორებს ბიუჯეტი აკრედიტებს,თანაც უპროცენტოდ. მაგრამ ახლა გაჩნდა ახალი ინტერპრეტაცია ამ საკანონმდებლო ინიციატივის. ეს ეხებაო მხოლოდ ნედლეულის იმპორტს და სხვა საქონელი როგორც აქამდე იყო, ისე დაიბეგრებაო. ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელია. თუ კი ვინმესთვის შეიძლება რაიმე შეღავათის გაწევა, სწორედ ნედლეულის და არა მზა ნაწარმის შემომტანებია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაიწყება კლასიფიკაცია, რომელი ნედლეულია ადგილობრივი წარმოებისთვის პრიორიტეტული და რომელი არა. საბოლოოდ მაინც ყველაფერი კონკრეტულ გვარსახელებამდე დავა და ისევ აქტუალური გახდება ერთ დროს მიშა ჯიბუტის მიერ პარლამენტში ნათქვამი ფრთოსანი ფრაზა: " ყველა საგადასახადო შეღავათის უკან კონკრეტული პირების პორტრეტები ომზირებიანო"! მოკლედ, ცვლილებებს მხარს ვუჭერ მისი სრული ფორმით.
-ძალიან ხშირად ხდება საგადასახადო კოდექსის ცვლილება. ეს ხომ არ უწყობს ხელს ბიზნესის სტაბილურობას?
-გეთანხმებით. ბოლო წლებში მიმდინარეობს მეტნაკლებად შეკრული საგადასახადო კოდექსის დამახინჯება. 2004 წელს მიღებულ კოდექსი, რომლის შექმნაში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომლის თავჯდომარეც მე ვიყავი, ლომის წილი აქვს, იყო კონცეპტუალურად გამართული. ერთ-ერთი ასეთი დამახინჯებაა დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღება 500 ლარამდე შემოსავლების მქონეთათვის. ჯერ ერთი, ეს არის ტექნიკურად ძნელი და აღსარიცხად რთული, ბიუროკრატიული მექანიზმი. მეორეც ნიშნავს ერთიანი გადასაადის განაკვეთიდან დიფერენცირებულზე გადასვლას, რაც არ არის სამართლიანი. ჩნდება ცდუნება იმისა, რომ მეტი შემოსავლიანი დაიბეგროს მეტად. ამის ყველაზე უარესი მაგალითია ფრანგული პრეცედენტი, როცა მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანმა უნდა გადაიხადოს მის 80 პროცენტი. ამის გამო იყო სულელმა მსახიობმა დეპარდიემ ( სულელია პუტინის და კადიროვის მეგობარი რომ გახდება აბა რა!) რუსეთის მოქალაქეობა რომ მიიღო თავისი შემოსავლების გადასარჩენად.
სოციალური საკითხების ერთადერთი მომგვარებელი არის ბიუჯეტი და არა საგადასახადო, საბაჟო თუ სხვა სახის სუბსიდია-პრეფერენციები. ეს უნდა იყოს მიზნობრივი და უნდა შეიქმნას სიღარიბეში მყოფთა დადგენის გამართული სისტემა. სწორედ ასეთი მექანიზმების არქონის ბრალია ის, რომ ვჩუქნით მაგალითად, შუქის და კომუნალური მომსახურების ვაუჩერს იმათ, რომელთაც ძალიან უჭირს და იმათაც, ვისაც ეს არაფერში სჭირდება.
უამრავი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან სხვადასხვა იაფ სასესხო თუ სხვა სახის საშეღავათო პროგრამებზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ ერთეულებს აქვთ და უმეტესობამ არც კი იცის ვის მიმართოს და საიდან დაიწყოს. რამდენი პირადი ნაცნობი ვიცი, ვისაც მიწა მოუხნეს და მერე ის ბალახმა შეჭამა, რადგან ვერ თუ არ დათესა. მეზობლებს ჩუქნიდნენ უფასოდ და არავინ ჰკიდებდა ხელს, რადგან თავის კუთვნილსაც ძლივს უვლიდა. დახმარება სჭირდება ფერმერს და არა სოფლის მაცხოვრებელს.
-როცა ვამბობთ, რომ უზარმაზარი, ასეულ მილიონობით იხარჯება ბიუჯეტიდან სუბსიდიებზე, აქვე უნდა ვთქვათ, იყო თუ არა უკუგება შესაბამისი. ან იქნებ ეს მილიონები სხვა სფეროში გამოგვეყენებინა?
ახლა რაღაც საბაჟო ტარიფებზე განახლდა დისკუსია. ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ვართ და ვერ შემოვიღებთ ისეთ საბაჟო განაკვეთებს, ჩვენი ყაიდის სოფლის მეურნეობისათვის ან სხვა დარგებისათვის არსებითი ხასიათის მხარდაჭერა რომ იყოს იმპორტიორებთან კონკურენტულ ბრძოლაში. ეს იქნება არასწორი რწმენის თუ რეცეპტის დანერგვა ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, პრობლემის გამარტივება და მისი გადაჭრის გზის ფისკალურ პანაცეამდე („აბი გლუკოზა") დაყვანა.