თბილისში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაიხსნა. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.
ფოლკლორის ცენტრში რამდენიმე ხმის ჩამწერი სტუდია და სცენაა განთავსებული. ამავე შენობაში განთავსებულია ასევე „ფოლკ რადიო", გალერეა ფოლკ-კაფე და სასტუმრო, სადაც უცხოელებს ქართული ფოლკლორის ყველაზე უკეთ გაცნობა შეეძლებათ.
ფოლკ-კაფეში 40-მდე მხატვრის თბილისის თემაზე შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი.
"იმედი მაქვს, რომ ეს ცენტრი მთელი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცევა", _ განაცხადა უგულავამ.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანსამბლ"ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი უხელმძღვანელებს.