სამართალდამცველებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ავთანდილ კოპალიანი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს ხე-ტყის დამზადებისა და შეძენის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადა, რისთვისაც ქრთამის სახით 600 ლარი აიღო.
კოპალიანის დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები