შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზაქარია დევაძე. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული, საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესის გადავადების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.
დაკავებული პოლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
გამოძიებას აწარმოებს შსს გენერალური ინსპექცია. მოქმედი კანონმდებლობით ქრთამის აღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9 წლამდე.