ბათუმის საზღვაო სააგენტოს თანამშრომელმა სამსახურში დღეს დილით თავი ჩამოიხრჩო.
სამსახურში მისულ თანამშრომლებს 35 წლის პაატა გოგუაძემ უკვე გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და სააგენტოების თანამშრომლები თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებდნენ.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამრთალდამცავები მუშაობენ. გოგუაძე საზღვაო სააგენტოში მძღოლად მუშაობდა.