ხვალ, 17 მარტს, ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო-ფილიპინების ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ლევან ახვლედიანი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თითქმის უკვე შეთანხმებულია.
"ბილეთები უკვე დაჯავშნილია. მეზღვაურები თბილისში დუბაი-სტამბულის გავლით დაბრუნდებიან", - აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.