სამართალდამცველებმა თანხის გამოძალვის ფაქტზე თელავის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი გოჩა ნოღაშვილი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, ნოღაშვილმა მოქალაქეს ხის მასალის ავტომანქანით ტრანსპორტირებისას პრობლემების არშექმნის და მფარველობის სანაცვლოდ, თაღლითური გზით 100 ლარის ოდენობის თანხა გამოსძალა.
დაკავებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული ქმედება თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები