დღეს, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, პროცესზე, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, საქმეში დაზარალებულ - დავით ბაჯელიძეს დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ ბაჯელიძემ წინა პროცესზე, რომელიც 12 მარტს ჩატარდა, ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.
"დღეს, ბაჯელიძე სასამართლო პროცესში, ადვოკატთან ერთად ჩაერთვება", - განმარტავს ბექაური.
პროცესს განსასჯელი ცოტნე გამსახურდიაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. პოლიციამ იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავა.