დღეს, 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის აქტივისტის მელორ ვაჩნაძის მიმართ განაჩენს გამოიტანს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვაჩნაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, განაჩენის გამოცხადებამდე იგი დაცვით სიტყვას წარმოადგენს.
"განაჩენის გამოცხადებამდე კიდევ ერთხელ მოვითხოვ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მას სასამართლო თავისუფლების 8 წლით აღკვეთას მიუსჯის. მოგეხსენებათ, რომ მელორ ვაჩნაძეს ორ ეპიზოდში ედება ბრალი და თითოეულისთვის პროკურორმა 4,5 წლით პატიმრობა მოითხოვა. შეკრებითობის პრინციპით, სულ 9 წელი გამოდის, თუმცა ვეჭვობ, სასამართლო მას ერთ წელს დააკელებს და განაჩენს თავისუფლების 8 წლიანი აღკვეთით განსაზღვრავს", - განუცხადა კორკოტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ვაჩნაძეს ბრალი თაღლითობისა და სხვიდი ნივთების მისაკუთრებაში ედება. ის 2009 წლის ზაფხულში ოპოზიციის 9 აპრილის მიტინგების დროს დააკავეს.