დღეს, 15 მარტს, ბაგებში ( ი. ჭავჭავაძის გამზ. #84-ში) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი აღჭურვილი და გარემონტებული ლაბორატორიის შენობა გაიხსნა.
ბიუროს შენობაში განთავსებულია ტოქსიკოლოგიის, კრიმინალისტიკის, სეროლოგიურის, დნმ-ის, გენეტიკური და სხვადასხვა სახის კვლევითი ლაბორატორიები.
სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროგრამა, რომელიც 2001 წელს დაიწყო, დღესაც აქტიურად გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა საერთაშორისო ბიურომ იგი 1.5 მლ. აშშ დოლარით დააფინანსა. ვინაიდან ლაბორატორიას სურს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, აშშ-ის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკური დახმარება მოიცავს შემდეგს: ტოქსიკოლოგიის განყოფილება - ამჟამად უზრუნველყოფს საიმედო ტესტირებას ჩასუნთქვით ალკოჰოლის დონის დადგენაში შესაბამისი ინტოქსიმეტრის საშუალებით. ამ ხელსაწყოს მეშვეობით ხდება ალკოჰოლის დონის დადგენა ადამიანის ორგანიზმში მაქსიმალური სიზუსტით; შედარებითი მიკროსკოპი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის განყოფილებას გადაეცა ტყვიისა და ვაზნის ექსპერტიზისათვის.
დნმ-ის განყოფილების ექსპერტებმა გაიარეს ტრეინინგი დნმ-ის დაბინძურების პრევენციაში, დნმ-ის შთღ ანალიზსა და ინტერპრეტაციაში; დნმ-ის ლაბორატორიამ მიიღო ახალი საცმები, ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტი და დნმ-ტესტკომპლექტები.
INL პროგრამა საქართველოში ითანამშრომლებს ბიუროსთან, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის საჭიროერბები და მოთხოვნები.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.