ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს შპს „თერქნიქ-პაუერის" და შპს "ნატო+"-ის წარმომადგენლები - თურქეთის რესპუბლიკის მოქლაქეები ჰუსეინ მუჰამედ ალი იეგენი და მეჰმეთ ჰათინოღლუ.
სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილებმა 2 000 ლარის სანაცვლოდ დაამზადეს და გაასაღეს საერთო ჯამში 40 000 ლარის ღირებულების საქონელზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ზედნადებები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.