ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი პასპორტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თეიმურაზ ფარულავა დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუმზადა ბელორუსიის მოქალაქის ყალბი პასპორტი და მართვის მოწმობა.
სამართლადამცველებმა ეჭვმიტანილი უშუალოდ ყალბი დოკუმენტების გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.