ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება - რეალიზაციის ფაქტზე, 1956 წელს დაბადებული თამაზ ინაშვილი დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი 100 და 10 ლარიანი კუპიურები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ყალბი ფულის დამამზადებელი სპეციალური აპარატი და სარეალიზაციოდ გამზადებული 1700 ლარის ოდენობის სხვდასხვა ნომინალის კუპიურები.
დაკავებულმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს .თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო