თბილისში ჩამოსული პოლონელი ჟურნალისტები ავარიაში მოყვნენ. გადამღები ჯგუფი საქართველოში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტს აშუქებდა.
ჟურნალისტები ტაქსით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახათ. დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.