დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება. სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული ოპერატიული ვიდეოაუდიომასალის გამოკვლევა იგეგმება.
სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული ოპერატიული ვიდეოაუდიომასალის გამოკვლევა სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა ჩაეტარებინა, თუმცა დაზარალებულმა დავით ბაჯელიძემ განაცხადა, რომ პროცესში ადვოკატის მონაწილეობა სურდა, ამიტომ სხდომა გადაიდო.
ბაჯელიძე სასამართლო პროცესში, სავარაუდოდ, ადვოკატთან ერთად ჩაერთვება. ოპერატიული მასალის გამოკვლევის შემდეგ ბაჯელიძის დაკითხვა იგეგმება.
პროცესს განსასჯელი ცოტნე გამსახურდიაც ესწრება.
გამსახურდიას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედება. პოლიციამ იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავა.