ფილიპინებში დაკავებული 13 მეზღვაურის სამშობლოში დაბრუნების თარიღი მომავალ კვირას გაირკვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკნაველიძემ განუცხადა.
"ფილიპინების ხელისუფლებასთან ჩვენი მეზღვაურების განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყველა საკითხი უკვე მოგვარებული. მეზღვაურების თბილისში ჩამოყვანის თარიღი მომავალ კვირას გადება ცნობილი", - აღნიშნა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.