12 მარტს, 15:00 საათზე, განათლების განვითარების აკადემია (AED) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საკონფერენციო დარბაზში (ზანდუკელის ქ. N16) აწყობს პრეზენტაციას. პრეზენტაცია შეეხება განათლების განვითარების აკადემიის (AED) მიერ USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგების გაცნობას. წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან ერთად (ISET) საქართველოში ეფექტიანი მარვის საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგები და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გამოცემული პუბლიკაცია "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში".
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან სამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსU(USAID) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ეფექტიანი მართვის საკითხებზე ფართო დიალოგის განვითარებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის, რაც მნიშვნელოვანია რეფორმების განსაზღვრისა და ეფექტური განხორციელებისათვის. ამგვარი ინიციატივის მაგალითია UშAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (IშEთ) მიერ ჩატარებული საჯარო პოლიტიკის "მრგვალი მაგიდები", სადაც ეფექტური მართვის საკითხებზე დისკუსიებში ჩაერთო სამთავრობო და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგობრივი სპეციალისტები და ექსპერტები. სწორედ ამ დისკუსიების შედეგები გამოიცა პუბლიკაციად "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში".
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ:
1. ჯაბა ებანოიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ისაუბრებს სამინისტროს პარტნიორობაზე განათლების განვითარების აკადემიის (AED) მიერ განხორციელებულ USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამასთან და პროგრამის შედეგებზე სამინისტროში, განსაკუთრებით მოქალაქეთა მომსახურეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით.
2. ჯონათან კონლი, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი, რომელიც ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე და ამ კუთხით დიალოგის ინიცირება სამთავრობო და არა სამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის, რისი გარკვეული ხელშეწყობაც გააკეთა განათლების განვითარების აკადემიამ (AED) USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის ფარგლებში.
3. ლარი ჰელდი, განათლების განვითარების აკადემიის (AED) წარმომადგენელი და USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის დირექტორი, ისაუბრებს USAID საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებზე.
4. მზია მიქელაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დირექტორის მოადგილე, ისაუბრებს ერთობლივად განხორციელბეული საჯარო პოლიტიკის "მრგვალი მაგიდებისა" და პუბლიკაციის "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში" შესახებ.