სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითთა ჯგუფი დააკავეს - წარსულში რამდენიმეჯერ ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული გიორგი დანელია და 1971 წელს დაბადებული კონსტანტინე გორგასლიძე.
სამართალდამცავების განცხადებით, გიორგი დანელია მობილური ტელეფონის საშუალებით, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" სახელით, უკავშირდებოდა მოქალაქეებს ავტომანქანის გათამაშებაში მოხვედრის მიზნით და თაღლითურად, საკუთარი მობილური ტელეფონის ბალანსს ავსებინებდა 200-300 ლარის ოდენობით. რის შემდგომაც, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ინდმეწარმე კონსტანტინე გორგასლიძის მეშვეობით ანაღდებდა მოტყუებით მოპოვებულ თანხას.
მიმდინარეობს გამოძიება საქ. სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო