ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი სასჯელს ესპანეთში მოიხდის. რუსეთის ხელისუფლება მზად არის პატიმარი ოფიციალურ მადრიდს გადასცეს. ამის შესახებ "კომერსანტი" წერს.
რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა გენერალური მოკვლევა უკვე ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთის მოქალაქე არ არის შესაბამისად რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვმას, რომ ონიანის ექსტრადიცია ესპანეთში მოახდეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სამართალდამცავები ქართველ კრიმინალს უკვე რამდენიმე წელია ეძებენ. მის დასაკავებლად 2006 წელს ოპერაცია "კრაზანა" ჩატარდა, თუმცა მაშინ, მხოლოდ ონიანის შვილის დაკავება მოხერხდა.