ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, მოვა აქ, -ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცხელი ხაზი ექნება. „ღია იქნება ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე არ ვიქნები სასახლეში...
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია. "მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა...
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მდებარე ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. მომხდარის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინე...
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხე...
ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას, 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროეტების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ო...
ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ჯავახიშვილის ქუჩაზე აკაციის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიიღეს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზ...
ბათუმში მოქალაქე მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. ვაშაყმაძის განცხადებით, მის 4 წლის შვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად მოუყვ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგებს ატარებს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი...
რუსთავი 2-მა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის, მირზა სუბელიანის საუბრის ახალი ფარული ჩანაწერი მოიპოვა.რუსტავი 2-ის ინფორმაციით, გლდანის ციხის სკანდალური აუდიომასალით დგინდება, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩი...
შსს “გირჩის” მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ე.წ. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალ...
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სამწუხაროა, რომ ჯერაც დალუქული სტენდი ვანდალ...
თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე თარგების გამწვანების სამუშაოებს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, დედაქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება და თბილისის მერია ამ მიმართულებით ...
ხულოს მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეწვია, სადაც მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. დაბა ხულოში მიმდინარეობს საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა" სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულებულია კოლეჯის შენობის გადახურვა, შიდა სამუშაოები, ინვენტარის შეძენა. პროექტის დ...