თბილისმა რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს პროვოკაციისთვის რუს დეპუტატების მიმართ, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილოებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა. „საქართველომ რუსეთს ოფიციალური ბოდი...
„ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება, ეს არის აქტი,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები მმართველი გუნდის ოფისთან იკრიბებიან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აქცია მშვიდ...
რუსმა ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, ვიდრე იქ სიტუაცია არ დასტაბილურდება, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა. "რუსი ტურისტების ადგილზე, თავს შევიკავებდი თბილისში ჩასვლისგან, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ბოლო წლების განმა...
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, მთელი ღამის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ამჯამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შეტაკება რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მთელი ...
წუხელ განვითარებული მოვლენების დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა განმარტავს, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია. „კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. დაკავებულთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევ...
სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვჯდები - მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სერგეი გავრილოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. რუსი დეპუტატის განცხადებით, პროტოკოლის თანახმად, საპატიო ადგილი ასამბლეის თავმჯდომარისთვის არის გამოყოფილი. გაზეთ "კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გავრილოვი საქართველოს...
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის...
საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად უცხოეთში ვიზიტს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება. შესაბამისად, გაუქმდა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიშნული ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიე...
საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში მიმდინარე ვიზიტს წყვეტს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ბრუნდება. როგორც ცნობილია პრეზიდენტი ბელარუსში 20 ივნისს გაემგზავრა.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
"აი რა ყოფილა მისი პასუხი, თვალების დათხრა და დასახიჩრება" ასე ეხმიანება წუხელ განვითარებულ მოვლენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა. "გუშინ პარლამენტში გახარია კიბეებს შორის შეშლილი სახით, რომ დარბოდა და დავიჭირე, მომიგო პას...
ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მობილიზება აქციაზე სპეციალური ტრანსპორტით მოხდა და მათი მთავარი დანიშნულება დემონსტრაციის განმავლობაში მოწყობილი არაერთი პროვოკაცია იყო. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მათი რუსთაველზე მიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო. &bdqu...
ოპოზიცია დღესაც აქციას აანონსებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ აქცია პარლამენტის წინ, 19:00 საათზე დაიწყება. „19:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია და იმიტომ, რომ აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნე...
მუსიკალურ ფესტივალზე “Tbilisi Open Air“ დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.