შეერთებული შტატის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი და დემოკრატი წევრები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი კიდევ ერთხელ ეხმიანებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესის ორივე პალატაში, საქართველოს ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, რაც არ შეიცვლება. &quo...
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა. "სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია,...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციის გზისგან აშორებს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტში 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ...
"სასამართლომ" მიიღო გადაწყვეტილება და პოლიციელების მიერ ნაცემ მამაჩემს, რომელსაც წესით ოპერაცია და წოლითი რეჟიმი სჭირდება (მალის და ცხვირის მრავლობითი მოტეხილობების გამო) 8 დღით იჭერენ", - წერს პოეტის შვილი, ნინა რატიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, რუსთაველის გ...
რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? სპეციალურად ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, - ასე უპასუხა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას: „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსე...
დღევანდელი აქცია დაიწყო ძალადობრივად, ვიდრე შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნების სროლა და ძალადობრივი ქმედებები, შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა, &ndash...
საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე მათ რამდენიმე მოქალაქე უკვე აიყვანეს. მომიტინგეების დაკავება გრძელდება. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. ისინი დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ გაზის კაფსულებს იყენებენ. ...
სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი. ამ დროისთვის წყლის ჭავლის მანქანა დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დაიშალონ. ამასთან, რამდენიმე წუთის წინ შსს-...
შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიუთითებს, რომ აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს. “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, წინა დღეების მსგავსად აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლა...
მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადე...
2024 წლის 2 დეკემბერს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიჭშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე ...
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, - ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს. "საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმა...
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას" - ამის შესახებ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს. "11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ...
შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეებისგან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები. შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილე...
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1972 წელს დაბადებულმა დ.ლ.-მ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შ...