ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი მოეწყობა. ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები ჭიათუ...
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელ...
25 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.82 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7370 ლარია. მაშინ როცა დღეს ...
ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნ...
კორონავირუსი პანდემიის ფონზე, გერმანული ავტომობილების მწარმოებელი გიგანტი კომპანიები Audi-ი და Volkswagen-ი, მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და დროებით ლოგოს ცვლიან. Audi-ის ცნობილ ლოგოზე, ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული რგოლი, ამჯერად ერთმანეთისგან განცალკავებულია. Volk...
25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.
სს „ნიკორას“ განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ყველა ბრენდი, რომელიც საკვებ პროდუქციას აწარმოებს, ფასებს არ ზრდის. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, რადგან ნედლეულის 80%-ზე მეტ...
საზოგადოებაში არის სრული გაგება, ამ ვითარებასთან მიმართებით. არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკ...
კომპანიამ „არქი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო. თბ...
დღეს შპს "ჰიგიას" წარმომადგენლებმა სპეციალური ხსნარით დაამუშავეს სანატორიუმები, ასევე სასურსათო მაღაზიები და ბანკები. დეზინფექცია ჩატარებული აქვს ყველა საჯარო დაწესებულებას, სატრანსპორტო საშუალებებს, დარიგებულია სპეციალური ხსნარები, იგეგმება მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლი კორპუსების დეზინფექცი...
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან ვირუსის სიმპტომებით 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, მისი თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. "გუშინ გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა სუ...
ქვემო ქართლის მეჩეთებში ამ ეტაპზე ლოცვა შეწყვეტილია, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი დაცული იყო დისტანცია, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით რეკომენდაციების დ...
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს გადაუსწრო. კორონავირუსის შედეგად ესპანეთში უკვე 3 434 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 25 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 738 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 3 4...
ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის მრჩეველმა ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული ...
გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ლოთარ ვილერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მხოლოდ დასაწყისია. "ჩვენ ეპიდემიის დასაწყისში ვართ და ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება", - თქვა ლოთარ ვილერმა. მისი...