საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას წარმოადგენს, არა მხოლოდ COVID 19-თან გამკლავება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ COVID 19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ...
ძალიან შთამბეჭდავი და საყურადღებო იყო ის ერთიანი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დღეს თავიანთი ერთობლივი განცხადებით გამოხატეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განცხადებაში მნიშვნელოვანი აქცენტე...
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა. აღნიშნული პაკეტები შპს „ავერსი ფარმამ“ და კომპანია &b...
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს მთავრობა
ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ: ,,ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად, მომავალში, კიდევ ერთხელ, იმ პოზიციაზე ვრჩებით, ასეთ ფორს-მაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვე...
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად 9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - „ორბი ჯგუფი", „ალიანს ჯგუფი", შპს „გზა", „ანაგი", „ნოვა", „გურუ ჰოლდინგი", „გრინ რიზორთი&quo...
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი 4 აპრილს გაიკეთა. 30 მათგანს COVID-19 დაუდასტურდა. კიევ-პეჩერის ლავრა 4 აპრილს მორწმუნეებისთვი...
ამ დროისათვის კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი 1156 აბონენტმა განაცხადა. მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და ...
ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა - ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მლნ ლარის ჩარიცხვის კომენტირებისას განაცხა. "ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც...
ნიდერლანდებში კორონავირუსისგან 107 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა NL Times-ი. 107 წლის კორნელია რასი კორონავირუსით მარტის შუა რიცხვებში, ხანდაზმულთა მზრუნველობის სახლში დაინფიცირდა. ამ კვირის დასაწყისში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯანმრთელობის მსო...
იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი მედპერსონალის რაოდენობამ 100-ს მიაღწია. ინფორმაციას იტალიის ექიმთა პროფესიული ასოციაცია Fnomceo ავრცელებს. ასოციაციის ცნობით მეასე გარდაცვლილი ვენეციელი 62 წლის ექიმია. მისივე ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში იტალიაში ინფიცირებულ მედიკოსთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. ...
„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მიმართულებით იზრუნოს როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ჩვენს ემიგრანტებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით აქვს გაწერილი ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და ეს გეგმ...
ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვი...
განვითარების საერთაშორისო ბანკები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი საქართველოს მთავრობას და ხალხს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბი...