რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. გარდაცვლილი, გურიის სოფელ ბაილეთიდანაა. ის უკვე წლებია, რაც რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გარდაცვლილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.
სიდნეიში ჰაერის ხარისხის დონემ კრიტიკული ნიშნული გადაკვეთა. ზოგიერთ ადგილზე მაჩვენებელი "სიცოცხლისთვის საშიშია" 11-ჯერ გაიზარდა. იუწყება ტელეარხი SBS. სიდნეი და მისი გარეუბნები ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა სქელმა სმოგმა მოიცვა. მთელს ქალაქში ისმის განგაშის სიგნალები...
84 წლის ასაკში, გარდაიცვალა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი. იუწყება რუსული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ლუჟკოვი მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკაში გულის ოპერაციის ჩასატარებლად იმყოფებოდა. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერად დაინიშნა 1992 წლის 6 ივნისს. ამ თანამდებობაზე ის შემდეგ წლებში - 1996, 1999 და 2003. 1996-2...
ოპოზიციის მხრიდან შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, - აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც კაზუსის სახით განიხილება...
საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება, - აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები საერთაშორიო პარტიორების თხოვნით გაგრძელდება. "ჩვენ...
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, ჩამომხრჩვალი, ციხის თანამშრომლებმა ნახეს. ახლობლებს ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შეატყობინეს. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთან...
2019 წლის 8 დეკემბერს თეირანს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მორიგი კონსულტაციები ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ირანის მხრიდან დელაგაციას ხელ...
აჭარის მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივი მემორანდუმის მიზანია 2020 წელს გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო აკადემიის 50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა, რომელი...
ევროპის საბჭო საქართვლოს ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს პროექტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 500 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანი განახორციელა. აღნი...
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფა...
თბილისის მასშტაბით მუნიციპალური ავტოპარკის განახლება გრძელდება. დღეს, "ბოგდანის" ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები “ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლეს. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდნენ. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესს, დღეს, თბილი...
იოლანდა კაკაბაძე, ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი, დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მისი ბაბუა ეკვადორში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სამ შვილთან ერთად წავიდა. იოლანდა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი ლიდერი და შეიძ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მ...
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თავდაცვის კომიტეტებმა შეთანხმებას მიაღწიეს 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც 738 მლრდ დოლარისგან შედგება. ბიუჯეტი მოიცავს სანქციებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ. ინფორმაცია გაზსადენის წინააღმდეგ სა...
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 12 დეკემბერს იმსჯელებს. კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მათ საქალაქო სასამართლომ საქმის მასალები უკვე გადასცა. მოგვიანებით საკითხი განსახილველად ბიუროს სხდომაზე გავა, შემდგომ კი უკვე კენჭისყრაზე დადგება...