კვირას, 7 თებერვალს, ბელარუსსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ბელარუსის სოლიდარობის აქცია გაიმართა. საერთაშორისო საზოგადობას სოლიდარობის აქციის გამართვისკენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა. ბელარუსის სოლიდარობის აქციას შეუერთდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი,...
ვაქცინაციის აგრესიული და წარმატებული კამპანიის ფონზე, ისრაელში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. დღეს, ისრაელში გაიხსნა სილამაზის სალონები და ზოგიერთი სხვა ბიზნესი. დღეიდან ვიზიტორებისთვის გაიხსნა ეროვნული პარკები და ნაკრძალები. ასევე, მოსახლეობას აღარ შეე...
მიანმარში 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სამხედრო გადატრიალებისა და ქვეყნის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარე 10-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. იუწყებიან, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონშ...
ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, კერძო პირებს მიეცეთ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად. ხარაძე სვამს კითხვას, აქვს თუ არა მთავრობას დათვლილი, რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა ჯდება ე.წ ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერ...
8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყ...
სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. დგებუაძის თქმით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არსებობს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია, რომელიც შესაძლოა, გადაიხედოს...
კოტე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობას ანანიაშვილის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს. ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას კოტე ანანიაშვილი, უცნობია.
თბილისში, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. თავდამსხმელმა მსხვერპლს დაზიანება ზურგის არეში მიაყენა. შემთხვევა ხალხმრავალ ეზოში მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სასწრაფო დახმარება კი, მეზობლებმა გამოიძახეს. დაშავებული პირი ამ...
რუსთავში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა უცნობია. ამ წუთებში, რუსთავში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები....
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ქუჩა #6-ში მდებარე შენობის პროვატიზაციის მიზანი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარებაა. როგორც მერის მოადგილემ განმარტა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ბიზნესმენ თემურ უგულავას 1 ლ...
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას ირანის წინააღდეგ დაწესებული ყველა სანქცია, თუ მას სურს, რომ თეირანი შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. "თუ მათ სურთ, ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, შეერთებულმა შტატებმ...
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019-2020 წლების "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა. ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16:7 დაამარცხეს. ბორჯღალოსნებმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს და რაგბი ევროპის თასს დაეუფლნენ ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის...
შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში დაბრუნდა. დონალდ ტრამპი კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელ Gab-ში, რომელიც Twitter-ის ალტერნატიულ სოციალურ ქსელად ითვლება და აქტიურად იყენებენ მემარჯვენე განწყობის ადამიანები. ტრამპი Gab-ის მომხმარებელია 2016 წლიდან, თუმცა მისი ბოლო პ...
გონივრულია, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი ან, პირველ ეტაპზე, 12 საათამდე მაინც გადაიწიოს, - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, სამართლიანი პროტესტი მსგავსი შეღუდვების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. "გუშინდელი აქცია შეეხებოდა კონკრეტულ საკითხს, კომენდანტის საათს, რაც ა...
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, გამოეყოფა კულტურის სფერო და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება. ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. პროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილე...