სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. "ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთანდაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ. მამუკა მდინარძემ მათ დაშლისკენ მოუწოდა. „არ შეიძლება, გთხოვთ, არ ივარგებს, უმორჩილესად გთხოვთ, წავედით, დავიშალო...
"მე რაც გადავიტანე, არ მინდა, რომელიმე დედამ ეს გადაიტანოს და რომელიმე მშობელმა", - ამის შესახებ ნათელა მაჭავარიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდა "მე, როგორც გეგა კობახიძის დედას, მაწუხებს ის დაპატიმრებული, ნაცემი, ნაწვალები ბავშვები... არავის არ აქვს ამის უფლება. მე ...
"ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვი...
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმიანება. გვარამიას განცხადებით, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვ...
"მე ვარ თქვენთან ერთად, რადგან აქ არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებ" - სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. "გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენთან მოდიან. მინდა გისურვოთ მშვიდობიანი საღამო, არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი საღამო მშვიდად ჩაივლის და არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. "ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ ს...
ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მილოცვაშია აღნიშნული. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურა...
მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა "დღეს 7 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგში ე...
პარლამენტთან დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებილი, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე 19:00 საათზე ნაძვის ხის ანთებას გეგმავს. პარალელურად აგილზე იმყოფებიან საპროტეტსოპ აქციის მონაწილეები. ფოტო: პუბლიკა
14 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პარლამენტმა, ქვეყნაში საომარი მდგომარეობის დაწესების გამო, მხარი დაუჭირა პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტს. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარი 204-მა დეპუტატმა დაუჭირა, 85 კი წინააღმდეგი იყო. კიდევ სამმა პარლამენტარმა თავი შეიკ...
მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. კალაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვე...
საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წერს. "დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო - ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიებში. ს...
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც ალიევის მისალოც წერილშია ნათქვამი, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. ...