23 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 380 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პ...
28 მარტს, ფეხბურთის მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს, ავტომატურად, მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატ...
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანა ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან კორონავირუსის ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტი დომინანტური გახდა. მერკელის თქმით, ე.წ. ბრიტანული შტამი უფრო მომაკვდინებელია და მეტად სწრაფად ვრცელდება. "ჩვენ ახალი პანდემიის წინაშე ვდგავართ. ვითარება ძალი...
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 20...
„რა თქმა უნდა, მესამე ტალღის რისკი, განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებაში, არის საკმაოდ მაღალი", - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე. თამარ გაბუნიას განმარტებით აუცილებელია პირბადის გამოყენება. "სამწუხაროდ, კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის გამოყენების პროცესი შემცირდა და ეს...
„რაც შეეხება გახარიას, დაველოდოთ მის განცხადებას, პლატფორმას, ხედვას, თუ რას აპირებს, ამის შემდგომ შეიძლება, რომ პოლიტიკური ანალიზი გააკეთო", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი. მისი განმარტებით, თუ იქნება, გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, რ...
თუ ჩვენ ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გვექნება, შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პირველ რიგში, რაც დაწესებულია მის აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაც...
25 მარტიდან, ვაქცინაციისთვის, სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია პრიორიტეტული აღარ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ამ დრომდე ძირითადად ექიმები აიცრნენ, თუმცა სამედიცინო სექტორში დასაქმებულია მთელი რიგი ...
რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვნახეთ, რომ ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, - ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დადგინდეს მიზეზ-შედე...
საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას, ქვეყანამ საინფორმაციო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაქცინა შემოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებული კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა...
გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში. გამოკითხულთა 43% ა...
ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული სერვისი და უმაღლესი ხარისხის ზეთი. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 22 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით II და III თ...
23 მარტს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრება და სამედიცინო პერსონალს შეხვდება. 23 მარტს, 17:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში კლინიკა „ლჯ-ის" სამედიცინო პერსონალს შეხვდება თემა: ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პ...
მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 42% აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესს...