სოფელ დიღომში და დიდ დიღომში, მირიან მეფის გამზირსა და მის შემოგარენში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებშ ჩანს, თუ როგორ მიაქვს წყალს ავტომობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი მთლიანად წვიმით არის დატბორილი. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია...
დღეს, 30 აპრილს, უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Bees Airline კიევი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. კიევის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 2...
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5-6 მაისს უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, სხვა ოფიციალურ პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. სახელმწიფო ...
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები დაესწრებიან. ამ და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამდივნოს განცხადებით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ 2 500-მდე ადამიანი შეძლებს. ...
ცოტა ხნის წინ გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. დაზარალებულია სოფელი კაჭრეთი, ქოდალო და არაშენდა. ნაწილობრივ განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ერთწლიანი ნარგავები და ვენახები. გურჯაანის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კომისიასთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა და ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ მოგვიანები...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის და ევროკავშირის ქვეყნების რამდენიმე მოქალაქეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ზომას იღებს, ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთის ექვსი მოქალაქის წინააღმდეგ 2 და 22 ...
ინდოეთში კორონავირუსის ინდური შტამით საქართველოს ორი მოქალაქე დაინფიცირდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ ...
იტალიაში პიცის ეროვნული ჩემპიონატის კონკურში "Pizza Capitale Trophy" ქართველმა მზარეულმა, ვალერი სახიაშვილმა გაიმარჯვა. კონკურსი გაიმართა რომში, პიცის ოსტატის მაესტრო მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებით. კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის...
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას მძლავრი მესამე ცენტრი და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები მერობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერენ მხარს, მარცხის ფორმულა იქნე...
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საბჭო ღებულობს, ყოველთვის არის განპირობებული არსებული ვითარებით და მიზნად ისახავს, უპირველესყოვლისა, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის შემცირებას, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მ...
პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვლში კომპანია - შპს „ამერიკან ტრანსი" დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმ...
თბილისის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლ...
ბულგარეთის რესპუბლიკაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2021 წლის 31 მაისამდე. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 2021 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა, თუ კი წარმოადგენენ შემდეგი საბუთებიდან ერთ...
ისრაელში რელიგიური დღესასწაულაზე, ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი დაშავდა. მერონის მთაზე, ებრაული დღესასწაულის ლაგ ბა-ომერის აღნიშნვნა პირველი მასობრივი ღონისძიებაა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. პოლიციის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 ათასამდე ადა...