26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა,...
საქართველოში საფრანგეთის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქა...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის უფლების მიცემა საუკეთესო საშუალებაა რუსული იერიშებისგან თავის დასაცავად. კულებას თქმით, რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეუძლია ნებისმიერი სიცრუის გავრცელება, მაგ...
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრზე“ რუსული ძალების დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები იყვნენ. ამავდროულად, კომპანია „ეპიცენტრი“ იტყობინება, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, პერსონალ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე იგეგმება საქართველ...
უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის ოლქში მორიგი რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოაგდეს. „უკრაინის დონბასის სტეპებში კიდევ ერთი მტრის სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი იწვის“, - წერია ბრიგადის განცხადებაში. ეს არის მეექვსე თვითმფრინავი, რომელიც ბრიგადამ ბოლო კვ...
რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცე...
„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა“ - ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მსვლელობა გაიმართება. 26 მაისს, 19:00 საათზე აქციის მონაწილეების ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ. საპროტესტო აქციასა და...
რუსეთის ძალებმა ხარკოვში ჰიპერმარკეტზე იერიში მიიტანეს. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია ორი დაღუპულისა და 11 დაშავებულის შესახებ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტშ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე არჩევნების შემდეგ დაიწყება საუბარი. მისივე თქმით, საქართველო ლიდერია კანდიდატ წევრებს შორის. „რაც შეეხება რეფორმებს, დემოკრატიას, საქართველო ნამდვილად უპირობოდ ლიდერი სახელმწიფოა, ამაში მათი...
ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, არ მოექცეს საქართველო იზოლაციაში, ოპოზიციის გეგმა კი არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვიშორებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა ...
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე დაწერა. "საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირ...
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია - რესტავრაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მიმ...
„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოუ...