ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • 25 ოქტომბერს პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" პრეზენტაცია გაიმართება

    25 ოქტომბერს პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" პრეზენტაცია გაიმართება

    25 ოქტომბერს ინკლუზიური განათლების პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტო-გამოფენა, მათი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა თანამედროვე მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა. ...

    24 ოქტომბერი 2010, 13:10
  • საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

    საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

    საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რეიტინგი საპენსიო რეფორმის გამო 30%-მდე დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს. კითხვაზე, ხართ თუ არა კმაყოფილი პრეზიდენტ სარკოზის მუშაობით, გამოკითხულთა 32% უპასუხა, რომ "ძალიან უკმაყოფილოა", ხოლო 38% - "საკმაოდ უკმაყოფილი"....

    24 ოქტომბერი 2010, 13:08
  • საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

    საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

    საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველებმა ბოლო ტურში შვედეთი გურამ სამუშიას გოლით 1:0 დაამარცხა. ქართველებმა სამ ტურში 7 ქულა მოაგროვეს. 7 ქულა მოაგროვა ინგ...

    24 ოქტომბერი 2010, 13:03
  • მდიდარი ამერიკელები არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვნენ

    მდიდარი ამერიკელები არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვნენ

    მდიდარი ამერიკელები, რომელთა ანგარიშზეც რამდენიმე მილიარდი დოლარია, რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვნენ არჩევნებში, რომელიც აშშ-ში 2 ნოემბერს გაიმართება. ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას 400-მდე მდიდარი ამერიკელი აფინანსებს, ხოლო არასამთავრობო ორგ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:58
  • ჩეხეთის პარლამენტში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა

    ჩეხეთის პარლამენტში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა

    ჩეხეთში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ჩეხი ამომრჩეველი 81- მანდატიან პარლამენტში 27 კანდიდატს ირჩევდა. არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ ოპოზიციურმა მოძრაობა "სოციალ დემოკრატებმა" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს. ამიერიდან "სოციალ დემოკრატებს" ქვეყნის პარლამენტში 4...

    24 ოქტომბერი 2010, 12:31
  • "კრედიტინფოს" მონაცემთა ბაზაში 765 665 ფიზიკური პირი და 11 086 კომპანია ძებნილია

    "კრედიტინფოს" მონაცემთა ბაზაში 765 665 ფიზიკური პირი და 11 086 კომპანია ძებნილია

    "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობამ, ანუ ინფორმაციამ მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, ასევე, გადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხების შესახებ 2 მილიონს გადააჭარბა. პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:23
  • ქართული მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ჩვენება გაიმართება

    ქართული მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ჩვენება გაიმართება

    ქართული მოდის კვირეულის ფარგლებში დღეს რამდენი ჩვენება გაიმართება. დღევანდელ დღეს დიზაინერ თეონა ელიზბარაშვილის ჩვენებით გაიხსნება 16:00 საათზე. საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ სხვადასხვა დიზაინერები: გოგა ნიქაბაძე, თათა ნიკოლეიშვილი და ანუკა ქებურია/ გოგა ნიქაბაძე (დასაწყისი 17:00 სთ) თათა ნ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:21
  • ჰაიტიში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობა 220-ს აჭარბებს, სამი ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია

    ჰაიტიში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობა 220-ს აჭარბებს, სამი ათასზე მეტი კი დაინფიცირებულია

    ჰაიტში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ 220 ადამიანს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა სამი ათასს აჭარბებს. კარიბის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრის ალექს ლარსენის თქმით, საქმე ეხება განსაკუთრებით საშიში შტამპის ქოლერას. დაინფიცირების შემდეგ ადამიანი შეიძლება სამ საათში გარდაიცვალოს. რაიონებში, სადაც დაავადებ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:18
  • ბორის ჩოჩიევი: პერევიდან რუსული ჯარის გასვლით დიდი და პატარა ქარძმანი საქართველოს განკარგულებაში რჩება

    ბორის ჩოჩიევი: პერევიდან რუსული ჯარის გასვლით დიდი და პატარა ქარძმანი საქართველოს განკარგულებაში რჩება

    პერევიდან რუსული ჯარის გაყვანის გამო ოსი სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ მართალია პერევი არ შედის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაგრამ რუს სამხედროთა იქიდან გასვლით სოფლებ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:10
  • ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

    ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

    ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მაროკოს ქალაქ აგადირში ახალგაზრდებს შორის ძიუდოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სულ ჭრიკიშვილმა 6 შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში მან ამერიკელი დერეკ ვოიცეკი იპონით დაამარცხა. შემდეგ ორ შეხვედრაში ჭრიკიშვილმა უკრაინელ დენის გრიგორენკოსა და სლევენიელ გასპერ ჯერმანს თითო...

    24 ოქტომბერი 2010, 12:05
  • დღეს ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

    დღეს ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა-კონცერტი გაიმართება

    თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ბალეტის ფუძემდებლის, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (გალა-კონცერტი) გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად თბილისს ეწვევიან მსოფლიო საბალეტო სამყაროს გამოჩენილი წარმომადგენლები - ცნობილი მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, ...

    24 ოქტომბერი 2010, 12:04
  • დაღესტანში აფეთქებისას ერთი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა

    დაღესტანში აფეთქებისას ერთი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა

    დაღესტანში, პროფსასწავლების ტერიტორიაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, პროფსასწავლებლის ტერიტორიაზე, სადაც მილიციის ოფიცრები არიან ...

    24 ოქტომბერი 2010, 11:51
  • საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგსა და ბელგიას ეწვევა

    საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგსა და ბელგიას ეწვევა

    ხვალ, 25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს და ბელგიის სამეფოს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩეხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოლეგებს საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის ფორმატით (ლიტვა, ლატვია, ესტონე...

    24 ოქტომბერი 2010, 11:27
  • ამერიკელი მოცურავე მსოფლიო თასზე ასპარეზობისას დაიღუპა

    ამერიკელი მოცურავე მსოფლიო თასზე ასპარეზობისას დაიღუპა

    ამერიკელი მოცურავე, აშშ-ის ეროვნული ნაკრების წევრი, 26 წლის ფრენ კრიპენი ასპარეზობის დროს დაიღუპა. ფრენ კრიპენი გაერთიანებულ ემირატებში მინდინარე მსოფლიო თასზე 10 კმ-ის გაცურვაში მონაწილეობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სპორტსმენმა ასპარეზობის დაწყებამდეც და 8 კმ-ის გაცურვის შემდეგაც მწვრთნელს განუცხადა, რომ თავს ცუდად გრ...

    24 ოქტომბერი 2010, 11:14
  • ხანძარი გორში ლიკვიდირებულია

    ხანძარი გორში ლიკვიდირებულია

    გორში შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. შიდა ქართლის საგანგებო სიტუციების მართვისა და გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლედ დროში მოახდინეს. ცეცხლი სახლში დღეს დილით, 6:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მაცივრიდან გაჩნდა. სახლში ამ დრო...

    24 ოქტომბერი 2010, 11:09