დღეს, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა სვანიძე თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. 27 დეკემბერს 12:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაგრძელდება ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრ...
დღეს კომპანია `თელასი" სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წლის დამდეგ დღესასწაულს მიულოცავს. კომპანიის თანამშრომლების მიერ შეძენილ საჩუქრებს პატარებს `თელასი"-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს.
დღეს რუსეთი დუმა, საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების საკითხზე საგანგებო დადგენილებას განიხილავს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი დეპუტატები აპირებენ მიმართონ საზღვარგარეთის ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგმონ მემორიალის აფეთქების ფა...
ზურაბ ნოღაიდელის პარტიასა და პარტია "ედიანაია როსიას" შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმება შეეხება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რომელიც პარტია "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერმა გამგზავრებისას, რუსულ პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკებისას ერთ-ერთ მთავ...
წუხელ ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო 43 წლის მარინა კეკუტიამ. დაიწვა 150 კვადრატიული მეტრის ფართობი. ცეცხლი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე გაჩნდა იქ სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. წინასწარი ინფორმაციით, ...
საქართველოს რკინიგზამ გამოშვებული ობლიგაციების მეშვეობით 25 მილიონი ლარი მიიღო. საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელთა განცხადებით, ობლიგაციების გამოშვება ამ შემთხვევაში მიზნობრივია და იგი პირველი ქართული მატარებლის დამზადებასა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დაფინანებას მოხმარდება. პროცენტის (წლიური 13.5%) გადახდ...
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბათუმის მიმართულებით დამატებით მატარებლებს სთავაზობს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ადგილების რაოდენობა გასამმაგებულია. მატარებლები გაზრდილი შემადგენლობით 29 დეკემბრიდან - 4 იანვრის ჩათვლით იმოძრავებს...
დღეს 25 დეკემბერს სასტუმრო "ბეტში" პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები, ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრაიმერის დებულების პრეზენტაციას გამართავენ. დღესვე დაგეგმილია საორგანიზაციო ჯგუფის არჩევ...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ კათოლიკებს შობა მიულოცა. პრეზიდენტი ეკლესიაში ღამის 12 საათისათვის მივიდა. მოგვიანებით კი ტაძარში მყოფთ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სიძლიერე მის რელიგიურ მრავალფეროვნებაშია და ქვეყანას ბევრი პატრიოტი კათოლიკე ახსოვს. მიხეილ სააკაშვილმა ასევე გა...
სამების საკათედრო ტაძარში საქართველო-კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს. დღეს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებიდან 32 წელი სრულდება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მინსკისა და სრულიად ბელორუსის მიტროპოლიტი ფილარედი, ქართველი მღვდელმთავრები, მ...
ინფექციური საავადმყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ოთხი თვის ბავშვი მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 4 თვის ზერაია ყურბანოვას მკურნალობენ. გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვს მენინგოკოკცემიის დაავადების ელვისებური ფორმა განუვითარდა....
დღეს თელავში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ტერიტორიების კვირეული დაიხურება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეა მჭედლურმა განუცხადა, კვირეულის მიზანი იყო საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულა...
25 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით "გაზაფხულის პროტესტი: შეცდომები და შედეგები". კონფერენციის ორგანიზების იდეა ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივს" ეკუთვნის. საინიციატივო ჯგუფში, რომლიც უკვე მესამე კვირაა მუშაობს, 20-ზე მეტი მოხსენება შე...
დღეს, 25 დკემბერს, 13:00 საათზე ახალგაზრდული ერთობა "საქრთველოსთვის სწორდით" აწყობს გრანდიოზულ პერფომანს -აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან. აქციას უერთებიან მოძრაობა "რატომ" ,"თანასწორიბის ისნტიტუტი ", მოძარაობა "შემოგვიერთდი".
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მარიამ იობაშვილს თავიდან სახლში მკურნალობდნენ და მაღალი სიცხის შემდეგ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონა კლინიკაში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის ივა ყაჭიურის თქმით, გოგონას მდგომარეობა მძიმე ანემიამაც გააართულა. გოგ...