ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. ლევან იოს...
სამწუხაროდ, არცერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო მეტ ძალადობას ახალისებენ. "სამწუხაროდ, არცერთმ...
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწე...
როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ, - რეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. „ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარ...
პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია. “ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ...
უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მო...
ბრაზილიის სამხრეთ შტატში, რიუ-გრანდე-დუ სულში, გადაუღებელი წვიმების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 74 კი დაკარგულად არის მიჩნეული. რეკორდულმა წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქები და ათასობით ადამიანი აიძულა სახლები დაეტოვებინა. იუწყება Guardian. ეს არის მეოთხე ასეთი ეკოლოგიური კატასტროფა წელს, ივლისის, სექტემბრ...
პარტიულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი, არც ახლა და არც სამომავლოდ იქნება ეს ჩემი საქმე. მაგრამ საზოგადო ცხოვრებაში არსებობს აუცილებელი წითელი ხაზი, რომელიც, თუ საჯარო ცხოვრებით ცხოვრობ - უნდა იწვოდეს. ჩემთვის ეს - ოკუპაციაა, - წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კე...
60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მოქმედ დიპლომატებს მიმართავს და მოუწოდებს, "არ შეასრულონ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები". ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ინტერესებისა და პროდასავლური პოლიტიკის მიმართ ერთგულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "შეუძლებ...
ხვიჩას განცხადება მკაფიოა - ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე წერს. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“ - სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე ა...
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს პრობლემაა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის რუსული ორბიტისკენ შეტრიალება აქვს განზრახული. ამის შესახებ პრეზიდენტმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ახლა არა მ...
ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის...
ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც...
დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ“, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...