ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილი საკომუნიკაციო სპეც-ტექნიკით მოამარაგეს. კავშირგაბმულობისთვის საჭირო დაახლოებით 50 ცალ უახლეს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას შორის არის: მოძრავი ციფრული სარელეო სადგური, საკურიერო საფოსტო სადგური, სამეთაურო-საშტაბო მანქანები, საანტენო მოდულები და მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ...
საბურთალოს რაიონში, ბურძგლას ქუჩაზე, სადაც 10 წელზე მეტია გზის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, უკვე დასრულდა საკომუნიკაციო სამუშაოები. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მერიიდან აცნობეს ქუჩის კეთილმოწყობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 494 000 ლარი დაიხარჯა.
ბათუმში, ,,ხოფის ბაზარში" ერთ-ერთი საწყობი აფეთქდა. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა მსხვერპლი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი რამდენიმე წუთში იქნება, შესაბამისად მომხდართან დაკა...
ხვალ, 8 დეკემბერს საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ელოდებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩა...
10 დეკემბერს თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. შეხვედრის მორიგ რაუნდზე წინა შეხვედრების დროს მიღებული გადაწყვეტილებების შესარულებასა და რეგიონების განვითარებისთვის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პირველად, 2012 წლის ი...
„რესპუბლიკური პარტია" კონფერენციას მართავს. კონფერენციაზე რომელიც ,,ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარეობს თვითმმართველობას, საარჩევნო და სამართალდამცავი სისტემას, საგარეო და უშიშროების პოლიტიკის გამოწვევებს, სოფლის მეურნეობასა და აგრარული პოლიტიკას განიხილავენ.როგორც „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუ...
,,რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი და კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი დავით ბერძენიშვილი საკადრო ცვლილებებს ეფექტურობის გაუმჯობესების მცდელობად აფასებს და უჩვულოს ვერაფერს ხედავს. "ჩვენს პარტნიორ პარტიაში, "ქართულ ოცნებაში" თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაადგილებებს გან...
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის სანქციები სამართლიანი იყო. მისი თქმით, მოსკოვის მერ უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევა არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ქმედებებზე საერთო ევროპული რ...
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ბათუმიდან-თბილისამდე მატარებლით იმგზავრა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, მგზავრების თქმით, მატარებელი არც ერთ სადგურზე არ გაჩერებულა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ივანიშვილს არც ერთ აქტუალურ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ,,დღეს ინტერვიუ არ ...
თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიაზე საახალწლო ატრიბუტიკის განთავსებაა. მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი უფლებამოსილების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.ამის შესახებ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,გვსურს განვმარტოთ, რომ პრემიერ-მ...
საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაწყების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს. როოგც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს 2014 წლის 5 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში, სულ ექვს პოლიგონზე...
აშშ-ში მოვერცხლილი თეფში მოიპარეს, რომელიც ცნობილი ესპანერლი მხატვრის პაბლო პიკასოს მიერ იყო მოხატული. აღსანიშნავია, რომ ქურდობა თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის "არტ ბაზელის" დროს მოხდა. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, თეფშის ღირებულება 85 ათასი დოლარი იყო და ის 5 დეკემბრის ღამეს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოების თანამშრომლებმა, აქციის - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე" ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენ...
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 153-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშ...