ესტონეთის პრეზიდენტი შეუძლოდაა. გამოცემა Maaleht-ის ინფორმაციით, ტოომას ჰენდრიკ ილვესს შხამიანმა ტკიპამ უკბინა. ინციდენტი ტყეში მოხდა, როდესაც ილვესი სოკოებს აგროვებდა. ექიმებმა მას ლაიმის დიაგნოზი დაუდგინეს. მანამდე, 2011 წელს ანალოგიური დიაგნოზი ესტონეთის ყოფილ პირველ ლედის, ეველინ ილვესს დაუსვეს. ილვესის ყოფილი ...
ძლიერი ხანძარი პარიზში. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ცეცხლმა ასობით კვადრატი ფართობი გაანადგურა. ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ცეცხლის ლოკალიზება 100-მდე მეხანძრემ გაჭირვებით შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
,,მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას”,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მთავრობის მეთაურმა იუბილეზე დამსწრეთ ონის სინა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ აკვაპარკ "ჯინო ფერედაისში“ იმყოფებოდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის, „ეკო გრინ სითის“ გაშენება იგეგმება. მთავრობის წარმომადგე...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ქვეყანაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებენ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას მიესალმება და აღნ...
ერაყში თურქეთის 16 მოქალაქე გაუჩინარდა. თურქი მუშები ბაღდადის ერთ-ერთი რაიონიდან სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რადიკალებმა გაიტაცეს. ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთში 9 სირიელი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ოფიციალური ანკარა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ლტოლვილები ბერძნულ კუნძულ კოსზე გადასვლას ნავებით ცდილობდნენ, რომლებიც შტორმის გამო ჩაიძირა. თურქმა მაშველებმა მხოლოდ 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ევროპის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ იოზიფ კობზონს იტალიამ წლინახევრიანი ვიზა მისცა. ამის შესახებ მოსკოვში იტალიის საკონსულო იტყობინება. გრძელვადიანი ვიზა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მკურნალობისთვის მიიღო. იტალიაში მას ოპერაციას ჩაუტარებენ. ანტიუკრაინული განცხადებებისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებ...
აგვისტოს შედეგების მიხედვით, ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე მყარი ვალუტის ”ტოპ 5” დაასახელეს. როგორც ირკვევა, ყველაზე სტაბილური ვალუტა, იაპონური იენაა, ყველაზე ცუდი კი ყაზახური ტენგე. „ჩვენ გავაანალიზეთ მსოფლიო ვალუტების სტაბილურობა ზაფხულის ბოლო თვის შედეგებით. ანალიზისათვის სიაში...
,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი შავლა შავგულიძე პლენარულ სესიაზე მედიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესები ხელისუფლების სურვილებს დაუკავშირა, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია. ,,მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა ინსტიტუტი, რი...
იემენში წითელი ჯვრის მისიის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ამრანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. სამხედრო კონფლიქტი იემენში უკვე წელიწადია, გრძელდება, რასაც გაეროს მონაცემებით, 4 ათასამდე ადამიანი შეეწირა. ...
ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. „აშშ-ს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ დარჩება. საპასუხო ზომები აუცილებლად იქნება მიღებული, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფიდად აის...
სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კვირას, 6 სექტემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო თავყრილობას მართავს. ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმ...
***ნარდის მსოფლიო ფედერაცია, საქართველოს ნარდის კლუბი, საქართველოს ნარდის ფედერაცია და “Europe-Bet.com” სიამაყით წარმოგიდგენთ: 2015 წლის 9 -13 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს ღია ჩემპიონატს ნარდში! ტურნირების სერია სტარტს იღებს 9 სექტემბერს 14:00 საათზე. ***ჩემპიონატი ნარდში, უკვე 9 წელია იმართებ...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოაცხადა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მსხველფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გამოავლინა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადას...