ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • სირიის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

    სირიის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

    სირიის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როიტერის ინფორმაციით ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის და რა ტიპისაა სამხედრო თვითმფრინავი. შემთხვევა თურქეთის საზღვართან ახლოს მოხდა. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.

    24 ნოემბერი 2015, 12:00
  • ეკა ბესელია: როცა ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტურია

    ეკა ბესელია: როცა ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტურია

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, გუშინ, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ეს თემა განსახილველად არის სერიოზული და ფაქიზი. მისი თქმით, სახელმწიფოს...

    24 ნოემბერი 2015, 11:49
  • სააკაშვილი: ოდესის საბაჟოში ქრთამს აღარ იღებენ

    სააკაშვილი: ოდესის საბაჟოში ქრთამს აღარ იღებენ

    ოდესის გუბერნატორი საბაჟო სისტემაში არსებულ მიღწევებზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ მან ინტერნეტ-პორტალ „ცენზორს“ მისცა. „ოდესის საბაჟოზე ქრთამს უკვე აღარავინ იღებს. იქ იულია მარუშევსკაია მუშაობს პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად. რაც შეეხება პორტის დირექტორს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა არ...

    24 ნოემბერი 2015, 11:35
  • საქართველოს საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

    საქართველოს საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 ნოემბრისთვის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრ...

    24 ნოემბერი 2015, 11:32
  • 14-24 ნოემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი 479 მოქალაქეს ეთქვა

    14-24 ნოემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი 479 მოქალაქეს ეთქვა

    საქართველოს შსს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შედეგებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო 10 დღეში საქართველოში შემოსვლაზე უარი უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველ...

    24 ნოემბერი 2015, 11:25
  • ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს

    ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს

    საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს.  საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, სახმელეთო ძალების ...

    24 ნოემბერი 2015, 11:10
  • თემო მურვანიძე: ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვანი ვიდეოს კვალი შესაძლოა, სააკაშვილამდე მივიდეს

    თემო მურვანიძე: ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვანი ვიდეოს კვალი შესაძლოა, სააკაშვილამდე მივიდეს

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ბოევიკთა“ გარკვეულ ჯგუფებს აკონტროლებს, - ასეთ სკანდალურ ვერსიას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკოსი თემო მურვანიძე გამოთქვამს. „არსებობს სერიოზული ვარაუდი, არ გამოვრიცხოთ ISIS-ის სახელით გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეოები ისევ ჩვ...

    24 ნოემბერი 2015, 11:08
  • ნინო გიორგობიანი მედიისთვის მიმართვას ავრცელებს

    ნინო გიორგობიანი მედიისთვის მიმართვას ავრცელებს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მედიისთვის მიმართვას ავრცელებს. ნინო გიორგობიანი მიმართავს მასმედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობენ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის ...

    24 ნოემბერი 2015, 11:02
  • ჯუდი გარლანდის კაბა მილიონ ნახევრად გაიყიდა

    ჯუდი გარლანდის კაბა მილიონ ნახევრად გაიყიდა

    კაბა, რომელიც ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, ჯუდი გარლამდს ფილმში „ჯადოქარი ოზების ქვეყნიდან“ აცვია, ნიუ იორკში Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში მილიონ ნახევარი დოლარი გადაიხადა. უნიკალური კოსტიუმი 1939 წელს არის შექმნილი.

    24 ნოემბერი 2015, 11:00
  • აშშ-ის დეპარტამენტი მოგზაურობის მსურველებს მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს

    აშშ-ის დეპარტამენტი მოგზაურობის მსურველებს მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისას, ტერორისტული საფრთხეების ზრდასთან დაკავშირებით აფრთხილებს. დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ISIS, ალ-ქაიდა, ბოკო ჰარამი და სხვა ტერორისტული ჯგუფები, ტერაქტებს მსოფლიოს სხვადა...

    24 ნოემბერი 2015, 10:38
  • აფეთქება ათენში

    აფეთქება ათენში

    ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ასაფეთქებელი მოწყობილობა საბერძნეთის მეწარმეთა ფედერაციის შენობასთან ამოქმედდა. სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. საბერძნეთში თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხშირად რადიკალი მემარცხენეები და ან...

    24 ნოემბერი 2015, 10:30
  • აფეთქებები ეგვიპტეში

    აფეთქებები ეგვიპტეში

    ტერაქტების სერია ეგვიპტეში. ძლიერი აფეთქებების ხმა გამთენიისას სინაის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ-არიშის ცენტრალუჯრ რაიონებში გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, აფეტქებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

    24 ნოემბერი 2015, 10:22
  • ქუმსიშვილმა ლონდონში შეხვედრები გამართა

    ქუმსიშვილმა ლონდონში შეხვედრები გამართა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიაში მონაწილეობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვაო სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის, მალტის, საბერძნე...

    24 ნოემბერი 2015, 08:41
  • პარლამენტში ამნისტიის აქტზე იმსჯელებენ

    პარლამენტში ამნისტიის აქტზე იმსჯელებენ

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მორიგ ამნისტიის აქტზე იმსჯელებენ. საქმე ეხება იმ საჯარო პირებს, რომლებსაც 2009 წლამდე პირადობის მოწმობის გააყალბა ან მსგავსი დანაშაული ჩაიდინეს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, მათ მიმართ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი ნასამართლე...

    24 ნოემბერი 2015, 08:38
  • პარლამენტი პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლის გაძლიერებაზე იმსჯელებს

    პარლამენტი პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლის გაძლიერებაზე იმსჯელებს

    მომავალ საარჩევნო სიებში შესაძლოა ყოველი მესამე ქალი იყოს. საარჩევნო სიებში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა არასამთავორობო ორგანიზაციებთან ერთადაა შემუშავებული და მისი მიზანი პოლიტი...

    24 ნოემბერი 2015, 08:35