ამერიკელებმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. სპეცოპერაცია მაიადინის რაიონში ჩატარდა. ლიკვიდირებული აბდურაჰმონ უზბეკია. ის ისლამისტთა ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად ითვლებოდა და რამდენიმე მასშტაბური ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ედებოდა ბრალ...
რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი, ზაფხულის სეზონზე, მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს. ავიაკომპანიამ შესაბამის მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. ფრენები მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხშაბათობით და შაბათობით განხორციელდება. S7 Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპე...
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ჩვენ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლე მარკ ა. სპაისერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მოსამართლეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა მასშტაბ...
ავიაკომპანია Windrose Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს გეგმავს. როგორც უკრაინული მედია წერს, 28 აპრილს ქვეყნის სახელმწიფო ავიასამსახური ეროვნული ავიაკომპანიებისთვის სიხშირეების გაცემის საკითხს განიხილავს და მათ შორისაა Windrose Airlines-ის მოთხოვნა, რომელსაც უკრაინის მესამე&n...
2016 წელს თურქული ბაქლავის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. გასულ წელს თურქეთმა მსოფლიო ბაზარზე 575 ტონა ბაქლავა გაიტანა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს თურქეთიდან ექსპორტირებული ბაქლავის უდიდესი ნაწილი აშშ-ზე მოდის, სადაც გასულ წელს 106 ტონა ბაქლავა გადაიზიდა და სადაც ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან...
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობების შესახებ. „საკურორტო სეზონი...
შეერთებული შტატები ფოლადის იმპორტთან დაკავშირებით ტოტალურ გამოძიებას იწყებს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა. ამერიკის ვაჭრობის მინისტრის, უილბურ როსის განმარტებით, პირველ რიგში შემოწმდება ჩინეთიდან იმპორტირებული ფოლადი, რომელიც ამერიკულ ბაზარზე 26 პროცენტს შეადგენს. ახალი კანონი ტრამპს საშუალებას მის...
ხაბაროვსკელი ტერორისტი ისლამისტებთან კავშირში არ ყოფილა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს. უწყების განმარტებით, თავდამსხმელი რასისტულ შეხედულებებს იზიარებდა და სავარაუდოდ ერთ-ერთ ნეონაცისტურ დაჯგუფებაშიც ირიცხებოდა. თავდასხმა ხაბაროვსკის უშიშროების სამსახურის განყოფ...
საფრანგეთის გენერალურმა პროკურატურამ პარიზელი ტერორისტის ვინაობა დაასახელა. უწყებამ დაადასტურა, რომ ტერორისტი 39 წლის კარიმ შერფია, რომელიც ადრე 4-ჯერ იყო ნასამართლევი. მანამდე ის ისლამისტებთან კავშირში არ იყო შემჩნეული. თავდასხმა პარიზის ზენტრში 20 აპრილის საღამოს განხორციელდა, რასაც ერთი პოლიციელი ემ...
მასობრივი არეულობები ვენესუელაში. მასშტაბური საპროტესტო აქცია, ტრადიციულად პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს. ოფიციალური კარაკასის მტკიცებით, მასობრივ უწესრიგობებს 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ანტისახელისუფლო გამოსვლები ვენესუელაში ...
შეტაკებები ავღანეთში. თალიბები თავს მაზარი-შარიფის რაიონში სამხედრო ბაზას დაესხნენ. სამხედრო ფორმაში გადაცმული ჯიჰადისტები ბაზაზე შეიპარნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 70 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. საპასუხო სროლის შედეგად 10 თალიბი დაიღუპა.
23 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-ს პირვ...
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო. მხარეებს შორის საუბარი საქართველო - უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველ...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა. შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს. აღი...