შრი ლანკაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 193-ს მიაღწია, 94 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის გამო უსახლკაროდ დარჩა 600 ათასზე მეტი ადამიანი. დახმარებას შრი-ლანკის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს.არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩამოვიდა. ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის, დმიტრი გოლ...
გერმანიის პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ისლამისტთა რიგებში ახალგაზრდა მუსლიმების გადაბირებას ცდილობდა. გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია ბავარიაში ჩატარდა. 37 წლის მამაკაცი მიუნჰენის ცენტრში აიყვანეს. ის რადიკალურ დაჯგუფება „ჯუნუდ აშ-შამის“ წევრია.
გერმანიაში სირიელი ლტოლვილი დააკავეს. 17 წლის ეჭვმიტანილი ბერლინში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. სპეცოპერაცია ბრანდენბურგის ოლქში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
ბაჰრეინის სამეფოს ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა „Power Up", ახალ ნომერში საქართველოს შესახებ საინფორმაციო-ტურისტული სტატია დაბეჭდა, სახელწოდებით - სად წავიდეთ შემდგომ? დანიშნულების პუნქტი თბილისი (Where To Next? Destination Tbilisi). სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი მდიდარია ი...
იტალიის პრემიერ-მინისტრი სრულებით იზიარებს გერმანიის კანცლერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპა საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული. საგანგებო განცხადება პაოლო ჯენტილონიმ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იტალია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპ...
გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.გაუჩინარებული ჟურნალისტის ერთ-ერთმა მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმ განაცხადა, აფგან მუხტარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც ...
ევროპელები ევროკავშირისგან სამი ძირითადი პრობლემის გადაჭრას ელიან. ესენია: ტერორიზმი, უკანონო იგრაცია და უმუშევრობა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა. „მათ სურთ, ტერორიზმისგან დაცულნი იყვნენ, გადაიჭრას მიგრანტთა კრიზისი და შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებელ...
საფრანგეთის დედაქალაქში ფერადკანიან ფემინისტთა ფესტივალი, როგორც ჩანს, მაინც ჩატარდება. პარიზის მერის, ან იდალგოს განცხადებით, ფესტივალის ორგანიზატორებსა და მერიას შორის შეთანხმება შედგა. მისივე თქმით, ფესტივალის მსვლელობისას საჯარო ზონები გახსნილი ყველასთვის იქნება, განურჩევლად რასისა და კანის ფერისა. მან...
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი ავიაბილეთებზე ფასების შემცირებაზე აცხადებს. „ლოუკოსტერის“ ინფორმაციით, 2018 წლისთვის ავიაბილეთებზე ფასების კლება 5%-დან 7%-ის ფარგლებში იქნება, რაც თავის მხრივ ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გაიაფებას უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი ევროკავშირიდან ...
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე მისთვის მონიტორინგის უფლების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით. სამწუხაროდ, სა...
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტ გოგონებს გამოსაშვებ საღამოზე ღრმა დეკოლტეებიანი კაბებით მისვლისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, ესთეტიკური თვალსაზრისით, ახალგაზრდა გოგონებს დეკოლტირებული კაბები უფრო მოუხდებოდათ, თუმცა ისინი ვალდებულნი არ არიან,...
საკაბელო ოპერატორებმა შესაძლოა, ექვსი არხის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღონ. ამის შესახებ საკაბელო ოპერატორების დღევანდელ შეხვედრაზე, ერთ-ერთი კომპანიის KTV1-ის წარმომადგენელმა მირიან კიკნაძემ განაცხადა. ეს ექვსი არხია: „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მარაო“, &...
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა. შს მინისტრმა მასთან ერთად საპატრულო პოლიცი...
გერმანია ნატოს დასაფანანებლად არასაკმარის თანხებს გამოყოფს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. „ჩვენ დიდი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს გერმანიასტან. გარდა ამისა, ისინი ნატოს დასაფინანსებლად არასაკმარის თანხებს გამოყოფენ. ეს ძალიან ცუდია ამერიკისთვის და ეს აუცილებლად შეიცვლება,&...