ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას მკვიდრები ვალერი მეხრიშვილი და კახა მეზურნიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდნენ. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, მათ ე.წ....
ფლორიდაში მუსლიმანური სალოცავი დაწვეს. ხანძრის შედეგად ფორტ-პირსის მეჩეთი თითქმის მთლიანად განადგურდა. როგორც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან გაირკვა, ხანძრის გაჩენამდე მეჩეთთან საეჭვო პირი მივიდა და შენობაში სავარაუდოდ ცეცხლმოდებული ნივთი შეაგდო. ადგილობრივი მუსლიმები ხანძარს ორლანდოელი ქილერის ფაქტორს უკავშირებენ. როგორც ირკვ...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, მედია მდივანი ირმა ნადირაშვილი და პარტიის დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი სოფელ ჯუგაანში იმყოფებოდნენ, სადაც კარდაკარის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. კან...
სასმელი წყალი და სოციალური პრობლემები - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც მარტყოფის მოსახლეობამ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხახნელიძესთან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება. ადგილობრივების თქმით, წყალი აქ იმდენად არის დაბინძურებული, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია. კანდიდატი ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში არ...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და აღნ...
ხვალ, 14 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანია ჰენკელი (Henkel) საქართველოში ახალი წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის. ქარხნის საზეიმო გახსნას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული საერთაშორ...
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. „სისწრაფე გვ...
როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ...
2016 წლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის მერიისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ დაფუძნებული ეს მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება უკვე 24-ჯერ უმასპინძლებს ცნობილ უცხოელ და...
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვლის განცხადებით, ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა დასრულებულია. მღებრიშვილის თქმით, ისინი ინტერპოლის მწვანე ცირკულარში არიან განთავსებულნი. მისი თქმით, ეს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. "...
ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია იწყება. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას 193 ქვეყნის დელეგაცია იღებს. სესიაზე საერთაშორისო უსაფრთხოების, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის, პალესტინის სტატუსის, ავღანეთის, კვიპროსისა და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგში ასევე ნარკოვაჭრობასა და საერთაშორის...
„ბანკი რესპუბლიკის“ აქციების შეძენით თიბისი ბანკი ბაზარზე #1 ბანკი გახდა სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. ფრანგული ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ რჩება საქართველოში, გარიგების შედეგად ის თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ხდება. ტრანზაქციის დასრულების შედეგად „ბანკი...
2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დო...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქლეი ბერის (Clay Berry) შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შ...
პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა. პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გიორგი რუხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. "ძალიან მიმძიმს იმის თქმა, რასაც დღეს ვიტყვი. მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პ...